ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 641 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 641 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 1 641 ადამიანი ემსხვერპლა.

„გარდიანის“ მონაცემებით, ბრაზილიაში სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ბოლოს 2020 წლის ივლისში დაფიქსირდა, როდესაც 24 საათში გარდაიცვალა 1 595 პაციენტი.

პანდემიის განმავლობაშ ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ გართულებებს, საერთო ჯამში, 257 000 ადამიანი ემსხვერპლა. დაინფიცირდა 10 მილიონზე მეტი მოქალაქე. ბოლო 24 საათში ვირუსი 59 925 ადამიანს გამოუვლინდა.