ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 349 ადამიანი გარდაიცვალა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ფატალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი 32 500-ს აღემატება.
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა 600 000-ს უახლოვდება. ქვეყანა ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ ფატალური შემთხვევების ზრდა საგანგაშო არ არის და მედიას პანიკის დათესვაში ადანაშაულებს.