ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 349 ადამიანი გარდაიცვალა

08:15, 04.06.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 349 ადამიანი გარდაიცვალა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ფატალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი 32 500-ს აღემატება.

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა 600 000-ს უახლოვდება. ქვეყანა ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ ფატალური შემთხვევების ზრდა საგანგაშო არ არის და მედიას პანიკის დათესვაში ადანაშაულებს.

მსგავსი