ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.
კერძოდ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 34 918 ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 1 282 ინფიცირებული.
ბრაზილიის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 923 189 შემთხვევა. 45 241 ადამიანისთვის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებულია სულ 441 729 ინფიცირებული.
ინფექციური დაავადების გავრცელების კერას ქვეყანაში სან-პაულუს შტატი წარმოადგენს, სადაც რეგისტრირებულია ინფიცირების 190 ათასზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 11 ათასს აღემატება.