ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

07:24, 17.06.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

კერძოდ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 34 918 ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 1 282 ინფიცირებული.

ბრაზილიის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 923 189 შემთხვევა. 45 241 ადამიანისთვის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა.​ გამოჯანმრთელებულია სულ 441 729 ინფიცირებული.

ინფექციური დაავადების გავრცელების კერას ქვეყანაში სან-პაულუს შტატი წარმოადგენს, სადაც რეგისტრირებულია ინფიცირების 190 ათასზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 11 ათასს აღემატება.

მსგავსი