ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 115 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 115 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 392 პაციენტი კი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 507 109 -ს აღწევს.
ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავებას ცდილობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსი სულ 18 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.