ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 469 ადამიანი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 469 ადამიანი

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 469 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსის 8.1 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, პანდემიამ 203 100 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელების კუთხით ბრაზილია, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.