ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 684 ადამიანი

02:20, 18.08.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 373 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 684 ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში პანდემიის დროს კორონავირუსის სულ 3,4 მილიონი შემთხვევა აღრიცხეს. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 108 536 ადამიანი.

ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მსგავსი