ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 684 ადამიანი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 373 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 684 ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიაში პანდემიის დროს კორონავირუსის სულ 3,4 მილიონი შემთხვევა აღრიცხეს. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 108 536 ადამიანი.
ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.