ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 561 პაციენტი

03:17, 04.08.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 000 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის შედეგად 561 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 94 665-ს შეადგენს.

ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ ინფიცირებულებს შორის არის ბრაზილიელი მინისტრი ბრაგა ნეტო. ის მეშვიდე მინისტრია, რომელიც „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა.

მსგავსი