ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 561 პაციენტი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 000 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის შედეგად 561 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 94 665-ს შეადგენს.
ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ ინფიცირებულებს შორის არის ბრაზილიელი მინისტრი ბრაგა ნეტო. ის მეშვიდე მინისტრია, რომელიც „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა.