ბრაზილიაში ბირთვული საწვავით დატვირთული ავტომობილების კოლონას შეიარაღებული პირები დაესხნენ
ბრაზილიაში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სატვირთო ავტომობილების კოლონას, რომელთაც ბირთვული საწვავი გადაჰქონდათ.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი რიო-დე-ჟანეიროში მოხდა.
სამართალდამცავები ამბობენ, რომ მანქანები იმ რაიონში გადაადგილდებოდნენ, სადაც კრიმინალური დაჯგუფებები და ნარკოკარტელები მოქმედებენ, რა დროსაც კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო სროლა პოლიციამაც განახორციელა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებულები არ არიან.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, ავტომობილები დანიშნულების ადგილზე, ატომურ ელექტროსადგურამდე დაზიანების გარეშე მივიდნენ.