ბრაზილიაში ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 62 ადამიანი იმყოფებოდა
ბრაზილიაში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. მის ბორტზე 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი კასკაველიდან სან პაულოში მიფრინავდა, თუმცა ქალაქ ვინედოში ჩამოვარდა.
თვითმხილველთა განცხადებით, თვითმფრინავი ვარდნისას სპირალისებურად ეშვებოდა.