ბრაზილიაში 25 იანვარს კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში 25 იანვარს კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა.
ბრაზილიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რადგან დაკარგულად ჯერ კიდევ მიიჩნევა რამდენიმე ათეული ადამიანი.
კაშხალი ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში, ბრუმადინიუს მუნიციპალიტეტში 25 იანვარს გაირღვა, რის შემდეგაც ტალახის ნაკადმა კომპანია „ვალე“-ს ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაფარა. წინასწარი ინფორმაციით, კაშხლის გარღვევის დროს განგაშის სიგნალი არ ჩაირთო, რაც მასშტაბური მსხვერპლის მიზეზი გახდა.