ბრაზილიის ნაკრებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 24-კაციან სიაში სამი დებიუტანტია – პაკეტა, პედრო და ევერტონი. საერთოდაც, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ტიტემ გადაახალისა შემადგენლობა, მაგალითად, ამჯერად, არ გამოიძახა ნაკრებში მირანდა, მარსელო და გაბრიელ ჟესუსი.
ბრაზილიელთა სრული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ჰუგო (ფლამენგო), ნეტო (ვალენსია, ესპანეთი);
მცველები – ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), დედე (კრუზეირო), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფაგნერი (კორინთიანსი), ფელიპე (პორტუ), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო, ესპანეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი);
ნახევარმცველები – ანდრეას პერეირა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), არტური (ბარსელონა, ესპანეთი), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ფლამენგო), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი), რენატო აუგუსტო (ბეიჟინგი, ჩინეთი);
ფორვარდები – დუგლას კოშტა (იუვენტუსი, იტალია), ევერტონი (გრემიო), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), პედრო (ფლუმინენსე), ვილიანი (ჩელსი, ინგლისი).
ბრაზილია 7 და 11 სექტემბერს, შესაბამისად, ნიუ ჯერსისა და ვაშინგტონში აშშ-სა და სალვადორის ნაკრებებს შეხვდება.