ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკაზე პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკაზე პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT

აშშ-ში კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშება გრძელდება. ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა. დორივან ჟუნიორის გაწვრთნილმა გუნდმა პარაგვაი 4:1 დაამარცხა.

პირველ ტურში კოსტა რიკასთან ვერ მოგებული შეხვედრის (0:0) შემდეგ, ბრაზილიელები უკეთ გამოიყურებოდნენ და პარაგვაის პირველივე წუთებიდან შეუტიეს.

შეხვედრაში ორჯერ თავის გამოჩენა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა მოახერხა, ერთხელ ლუკას პაკეტამ გაიტანა, ერთხელ კი – სავიომ. პარაგვაის შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ალდერეტეს ანგარიშზეა.

D ჯგუფში კოლუმბიის ნაკრებმა 3:0 დაამარცხა კოსტა რიკა და ბოლო ტურში პირველობისთვის ბრაზილიას შეხვდება. ამ მომენტისთვის კოლუმბიელებს 6 ქულა აქვთ, ხოლო ბრაზილიელებს – 4.