ბრაზილია-კოსტა რიკა - მატჩის ანონსი
ბრაზილია-კოსტა რიკა - მატჩის ანონსი

22 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. სტადიონი “კრესტოვსკი“. დასაწყისი – 16:00
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

პირველ ტურში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს, რისი შედეგიც გახდა კანონზომიერი ფრე შვეიცარიასთან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრაზილიელები კოსტარიკელების წინააღმდეგ განსაკუთრებით შეეცდებიან თავიანთი ამბიციების დადასტურებას, ამიტომაც მათ მეტოქეს რთული მატჩი ელოდება.

კოსტა რიკასთან მატჩში ბრაზილიის კაპიტანი ტიაგო სილვა იქნება. პირველ მატჩში ეს როლი მარსელომ მოირგო. ასე რომ, მთავარი მწვრთნელი ტიტე აგრძელებს კაპიტნების როტაციას.

პირველი ტურის მატჩები
ბრაზილია-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (20), 1:1 ცუბერი (50)

კოსტა რიკა-სერბეთი 0:1
გოლი: 0:1 კოლაროვი (56)

ახალი ამბები
დანილო,​ ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო, კოსტა რიკასთან მატჩს გამოტოვებს. მას “კორინთიანსის” მარჯვენა მცველი ფაგნერი შეცვლის.
ნეიმარი მზად არის სათამაშოდ და ის ძირითადში იქნება.

ურთიერთშეხვედრები
ბრაზილიას 10-დან 9 მატჩი აქვს მოგებული კოსტა რიკასთვის. ერთადერთი მარცხი 1960 წელს ჰქონდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს გუნდები მესამედ ხვდებიან: 1990 წელს ბრაზილიამ 1:0 მოიგო, 2002 წელს – 5:2.

საინტერესო ფაქტები
– ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 3 მატჩია ვერ იგებს, რაც ყველაზე ცუდი სერიაა 1978 წლის შემდეგ, როცა გუნდს ზედიზედ 4 მატჩი არ ჰქონდა მოგებული.

– ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსე მატჩში გაუშვა. ეს პირადი ანტირეკორდის გამეორებაა: ასეთი სერია გუნდს ორჯერ ჰქონდა – 1934-38 და 1998-2002 წლებში.

– ბრაზილია ჯგუფურ ეტაპზე 13 მატჩია არ დამარცხებულა (+10=3).

– 1982 წლიდან მოყოლებული, ბრაზილია ჯგუფში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს.

– ბრაზილიამ მხოლოდ ერთხელ წააგო ბოლო 23 მატჩში (+17=5-1) და 15 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

– კოსტა რიკას მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკულ გუნდებთან მხოლოდ ერთი მოგება აქვს – 2014 წელს, ურუგვაისთან (3:1).

– მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 31 დარტყმიდან, კოსტა რიკამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

– კოსტა რიკას მხოლოდ 2 მოგება აქვს 11 თამაშში (+2=2-7).

რა თქვეს მწვრთნელებმა
ტიტე (ბრაზილია):
“ყოველ თამაშში აუცილებელია მოგება. უნდა გავითვალისწინოთ ყველა შანსი, მეტოქის ძალა, ტაქტიკა. მოლოდინი ყოველთვის არ ემთხვევა რეალობას. დღეს მე უფრო მეტად კონცენტრირებული ვარ, ვიდრე შვეიცარიასთან მატჩის წინ ვიყავი. ტაქტიკური კორექტივები აუცილებლად იქნება”.

ოსკარ რამირესი (კოსტა რიკა):
“ვეცდებით, ვიპოვოთ იმის შესაძლებლობა, რომ ბრაზილიელებთან ჩვენი გეგმა განვახორციელოთ. გავაკონტროლებთ ემოციებსა და თამაშს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. სერბებთან კარგი თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ ბრაზილიასთან ეს უნდა მოვახერხოთ. შევეცდებით, ყველა გავაკვირვოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია (4-2-3-1): ალისონიფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო – კაზემირო, პაულინიოვილიანი, ფილიპე კოუტინიო, ნეიმარი – გაბრიელ ჟესუსი.
კოსტა რიკა (4-5-1): ნავასიკალვო, დუარტე, აკოსტა, გონსალესი – გამბოა, ბორხესი, გუსმანი, რუისი, ვენეგასიურენია.