ბოტანიკური ბაღში ღონისძიება „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღში ღონისძიება „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, ბაღში წარმოდგენილია ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრები. ასევე, იმართება ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ასევე, ადგილზე ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. სტუმრად მისულ პატარებს კი, ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი და „Show-Time“-ის გასართობი პროგრამა დახვდათ.
გასართობი პროგრამა ბაღის სტუმრებისთვის 18:00 საათამდე გაგრძელდება.