ბოტანიკური ბაღში ღონისძიება „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ მიმდინარეობს

14:06, 03.03.2018

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღში ღონისძიება „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში,  ბაღში წარმოდგენილია ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრები. ასევე, იმართება ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ასევე, ადგილზე ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. სტუმრად მისულ პატარებს კი, ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი და „Show-Time“-ის გასართობი პროგრამა დახვდათ.

გასართობი პროგრამა ბაღის სტუმრებისთვის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

მსგავსი