თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
პირველ არხს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, გამოძიების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე სხვა ვერსიებიც განიხილება. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტის შესწავლის მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
მამაკაცის ცხედარი გუშინ საღამოს ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ორი ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გარდაცვლილი სავარაუდოდ, 35 წლამდე ასაკის პირია.