ბოსნია-ჰერცეგოვინაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
ბოსნია-ჰერცეგოვინაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამ დრომდე სამძებრო – სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ წყალდიდობის ზონაში რამდენიმე სოფელია, სადაც მისვლა შეუძლებელია.
ბოსნია-ჰერცეგოვინა უხვი ნალექის შედეგად წყალდიდობის შედეგს ებრძვის.
ბოსნიის ფეხბურთის ასოციაციამ ყველა მატჩი გადადო.