„ბოშის" ახალი გამოგონება დიზელის გამონაბოლქვის პრობლემას მოაგვარებს
„ბოშის" ახალი გამოგონება დიზელის გამონაბოლქვის პრობლემას მოაგვარებს

Robert Bosch GmbH-ის ინჟინრებმა დიზელის შთანთქმის ახალი სისტემა შექმნეს, რომელიც დიზელის გამონაბოლქვს სავალდებულო ზღვარზე გაცილებით მეტად შეამცირებს.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კომპანიაში აცხადებენ, რომ  გამოგონება ავტოინდუსტრიას დაეხმარება, თავიდან აიცილოს ევროპაში გამონაბოლქვის ზღვართან დაკავშირებული პრობლემები და აკრძალვები, რომელიც ძალაში 2020 წლისთვის შევა.

გარემოში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ავტომწარმოებლები ბენზინის ძრავების დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავებით ჩანაცვლებას ცდილობენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიზელი ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ის გამოყოფს ნიტროგენის ოქსიდს, რომელიც დიდ ქალაქებში ე.წ. „ჭვარტლის ნისლს“ იწვევს.

„ბოშის“ გამოგონება სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებს. კომპანიის განცხადებით, ახალი სისტემა ნიტროგენის ოქსიდის გამონაბოლქვს დადგენილი ზღვრის ერთ-მეათედამდე შეამცირებს.

„ბოშის“ ხელმძღვანელის აზრით, ახალი გამოგონება დიზელის გამონაბოლქვთან დაკავშირებულ დავას სულ სხვა მიმართულებას მისცემს, და შესაძლოა დაასრულოს კიდეც.

„ბოში“ დიზელზე მომუშავე ძრავების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ავტოინდუსტრიის ისეთი გიგანტებისთვის, როგორიცაა „ფოლკსვაგენი, „ჯენერალ მოტორსი“ და „ფიატ კრაისლერი“.

2015 წელს „ფოლკსვაგენის“დიზელის ძრავიანი ავტომობილების მიერ გამონაბოლქვის ტესტის დარღვევასთან დაკავშირებულმა სკანდალმა „ბოშის“ აქციებიც დააზარალა. გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა დარღვევის აღმოსაჩენად ძიებას „ბოშის“ კომპანიაშიც აწარმოებდა, ამიტომ კომპანია აქტიურად ეძებდა გამოსავალს თავისი რეპუტაციის აღსადგენად.