ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხევში გადავარდა. მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.