ბორჯომში, აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვა.
ხანძრის შედეგად დაიწვა ტასაცმელი და პროდუქტი.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბაზრის დირექტორის თქმით, ცეცხლი დარაჯმა შენიშნა. გია მელიქიძე ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
ხანძრის შედეგად 100 კვარდატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცველები.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.