ბორჯომში 46 წლის მამაკაცს ჯერ მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შემდეგ ტრაილერი დაეჯახა და დაიღუპა
ბორჯომში, ახალდაბასთან 46 წლის მამაკაცს ჯერ მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შემდეგ ტრაილერი დაეჯახა და დაიღუპა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.