ბორჯომში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, დაშავდა ორი ადამიანი [ფოტო]
ბორჯომში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, დაშავდა ორი ადამიანი [ფოტო]

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ტრაილერი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის შესასვლელში დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ავარიის დროს „მერსედესში“ მსხდომი ორი 1994 წელს დაბადებული ახალგაზრდა დაშავდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ერთს ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი, მეორეს მხოლოდ დაჟეჟილობები აღენიშნება.

ექიმის განმარტებით, ორივე მათგანს გამოკვლევები უტარდება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.