ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ მეხანძრე-მაშველთა გჯუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ხანძრის ეპიცენტრთან ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებიდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით დამწვარია ტყის ქვედა საფარის ოთხი ჰექტარი. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.