ბორის პისტორიუსი - ჩემი აზრით, პუტინს არ აქვს განზრახული ნატო-ს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი მსოფლიო ომის წარმოება, არ მჯერა ასეთი სცენარის
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი სკეპტიკურად აფასებს რუსეთისა და ნატო-ს ომის სცენარს. ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„მე არ მჯერა ასეთი სცენარის. ჩემი აზრით, პუტინს არ აქვს განზრახული ნატო-ს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი მსოფლიო ომის წარმოება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი აზრით, პუტინს სურს, ნატო შიგნიდან გაანადგუროს, ეჭვქვეშ დააყენოს მისი ერთიანობა და შეამოწმოს ალიანსის რეაქცია საჰაერო სივრცის არაერთგზის დარღვევებზე.