ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გაცილებით ბედნიერი იქნება, თუ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალური ძალები გაიმარჯვებენ
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პარიზში ვიზიტისას განაცხადა, რომ ის გაცილებით ბედნიერი იქნება, თუ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალური ძალები გაიმარჯვებენ.
მისი თქმით, ევროპის ისტორია აჩვენებს, რომ ნაციონალიზმი პრობლემების გადაწყვეტას არ სთავაზობს ადამიანებს.
„მე შემიძლია ვთქვა ჩემი და გერმანიის სახელით, რომ ნაციონალიზმი არასდროს ყოფილა პრობლემების პასუხი. ეს არის გაკვეთილი ევროპის ისტორიიდან, რომლის იგნორირება არ შეიძლება. ამიტომ მოხარული ვიქნები, თუ მიიღწევა რეალური შედეგი, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიულ, თავისუფალ და პროევროპულ ძალებს, შესაბამისად, ევროპის მომავალს“, – ამბობს პისტორიუსმა.
შეგახსნებთ, ბოლო სოციოლოგიურ კვლევების თანახმად, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების წინ ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ.