ბორის ჯონსონის შემდეგ კორონავირუსი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს დაუდასტურდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შემდეგ კორონავირუსის დიაგნოზი ქვეყნის ჯანდაცვის მდივანსაც დაუდასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეთ ჰენკოკი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ცნობისთვის, დღესვე კორონავირუსი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს დაუდასტურდა.