ბორის ჯონსონის მამა, შვილის რეკომენდაციის მიუხედავად, პაბში წასვლას მაინც აპირებს
ბორის ჯონსონის მამა, შვილის რეკომენდაციის მიუხედავად, პაბში წასვლას მაინც აპირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მამა, 79 წლის სტენლი ჯონსონი, აცხადებს, რომ შვილის რეკომენდაციის მიუხედავად, პაბში წასვლას მაინც აპირებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ სტენლი ჯონსონმა ტელეკომპანია „აიტივის“ დილის გადაცემის ეთერში განაცხადა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, პაბებში, კლუბებში, თეატრებსა და სხვა ადგილებში მისვლისგან თავის შეკავება ურჩია.

როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ეს რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 70 წელს გადაცილებული პირებისთვის, რადგან ისინი კორონავირუსით ინფიცირების რისკ ჯგუფში შედიან.

„რა თქმა უნდა, წავალ პაბში, თუ პაბში წასვლა დამჭირდება“, – განცხადა პრემიერის მამამ სტენლი ჯონსონმა.

მისი თქმით, პაბების მეპატრონეებს სულაც არ სურთ, რომ მათთან ხალხი საერთოდ არ მივიდეს.