ბორის ჯონსონი - უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად დღეს ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შევხვდი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად დღეს მე ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შევხვდი.
ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ერთგულებას მოწმობს”, – წერს ბორის ჯონსონი ფეისბუქზე.
ბორის ჯონსონი კიევში დღეს ჩავიდა. როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ბორის ჯონსონი გაემგზავრა გაემგზავრა, რათა პირადად შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად.