ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სამსახურში დაბრუნდება. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს თითოეულ მოქალაქეს.
„ყოველდღიურად ვიცი, რომ ამ ვირუსს მოაქვს ახალი სევდა. ეს ამ ქვეყნისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ ჩვენ პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
პრემიერის თქმით, მთავრობას ამ ეტაპზე არ შეუძლია თქმა, თუ როდის შემსუბუქდება შეზღუდვები. ბორის ჯონსონის თქმით, საკითხზე მთავრობა იმსჯელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მკურნალობის კურსს წმინდა ტომასის სახელობის კლინიკაში გადიოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ, ბორის ჯონსონმა რეაბილიტაციის კურსი ქალაქგარეთ, პრემიერის რეზიდენციაში გაიარა.