ბორის ჯონსონი - მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც ჩემს მსგავსად, სახლიდან მუშაობს და ამით ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის
თვითიზოლაციაში მყოფი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიკრობლოგ „თვითერით“ მადლობას უხდის ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც შინიდან არ გადის.
ბორის ჯონსონი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ისინი კორონავირუსს დაამარცხებენ.
„დიდი მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც ჩემს მსგავსად, შინიდან მუშაობს და ამით ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს. ჩვენ ამას დავამარცხებთ და ამას ერთად გავაკეთებთ. დარჩით შინ, დავიცვათ ჯანდაცვის სისტემა და გადავარჩინოთ სიცოცხლე“, – წერს ბორის ჯონსონი, რომელსაც გუშინ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.