ბორის ჯონსონი – მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც ჩემს მსგავსად, სახლიდან მუშაობს და ამით ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის
თვითიზოლაციაში მყოფი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიკრობლოგ „თვითერით“ მადლობას უხდის ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც შინიდან არ გადის.
ბორის ჯონსონი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ისინი კორონავირუსს დაამარცხებენ.
„დიდი მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც ჩემს მსგავსად, შინიდან მუშაობს და ამით ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს. ჩვენ ამას დავამარცხებთ და ამას ერთად გავაკეთებთ. დარჩით შინ, დავიცვათ ჯანდაცვის სისტემა და გადავარჩინოთ სიცოცხლე“, – წერს ბორის ჯონსონი, რომელსაც გუშინ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
Thank you to everybody who’s doing what I’m doing, working from home and stopping the virus spreading from household to household.
We’re going to beat it, and we’re going to beat it together. Stay at home, protect the NHS and save lives. #StayHomeSaveLives
— Boris Johnson #StayHomeSaveLives (@BorisJohnson) March 28, 2020