ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გამოცემა „სანს“ ინტერვიუ მისცა, სადაც საავადმყოფოში გატარებული დღეები გაიხსენა. პრემიერმა აღიარა, რომ ექიმები მისი გარდაცვალებისთვისაც ემზადებოდნენ.
„სისხლის მაჩვენებლები არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ რამდენიმე დღეში ჩემი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. იმედგაცრუებული ვიყავი, ვერ ვიგებდი რატომ არ უმჯობესდებოდა ჩემი მდგომარეობა. ორშაბათი იყო, მახსოვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადამიყვანეს. მივხვდი, რომ მდგომარეობა უკვე სერიოზული იყო. ექიმები ლიტრობით ჟანგბადს მაძლევდნენ. სამი ღამის შემდეგ, სამედიცინო პერსონალის სასწაულებრივი შრომის შემდეგ, ცხოვრება სასუნთქი აპარატის გარეშე შევძელი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
პრემიერი ამბობს, რომ ის არაჩვეულებრივმა ექიმებმა გადაარჩინეს.
„მადლობა არაჩვეულებრივ ექიმებს, რომლებმაც ეს შეძლეს. ვერ აღვწერ, ეს როგორ მოხდა. ძალიან ემოციური ვხდები, როდესაც ამაზე ვსაუბრობ“, – ამბობს ჯონსონი.