ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთი ხელს შეუწყობს უკრაინის ინტერესებს ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე
დიდი ბრიტანეთი ხელს შეუწყობს უკრაინის ინტერესებს ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე,- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონი საუბარი გაიმართა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის დღის მეორე ნახევარში, რათა განმემარტა, თუ როგორ ვიმუშავებ უკრაინის ინტერესების წინსვლაზე ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე ამ კვირაში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის გაზრდას ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.