ბორის ჯონსონი – დიდი ბრიტანეთი ხელს შეუწყობს უკრაინის ინტერესებს ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე

00:37, 21.03.2022

დიდი ბრიტანეთი ხელს შეუწყობს უკრაინის ინტერესებს ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე,- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონი საუბარი გაიმართა.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის დღის მეორე ნახევარში, რათა განმემარტა, თუ როგორ ვიმუშავებ უკრაინის ინტერესების წინსვლაზე ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე ამ კვირაში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის გაზრდას ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

მსგავსი