საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აფეთქება ადგილობრივი დროით 8:35 წუთზე ბორის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.