ბონდო მძინარაშვილი - საკითხი თუ არ მოგვარდა, მომავალი წლის ბოლოს იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ეს უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა
ბონდო მძინარაშვილი - საკითხი თუ არ მოგვარდა, მომავალი წლის ბოლოს იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ეს უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი პარლამენტს მიმართავს, საბჭოს წევრების ანაზღაურების საკითხი კანონმდებლობით განსაზღვროს.

„საკითხი თუ არ მოგვარდა, მომავალი წლის ბოლოს იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ეს უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა. როგორც პარლამენტის რეგლამენტში წერია კონკრეტულად თავმჯდომარის, მოადგილის და პარლამენტის წევრების ანაზღაურება, ასე განსაზღვროს მაუწყებლობის შესახებ კანონში ანაზღაურება. ჩვენი სხდომა საჯაროა და პარლამენტსაც ვთხოვოთ, მოაგვაროს ეს საკითხი“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.

ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე.