ბომბის საფრთხის გამო თელ ავივი-ვენის რეისმა სოფიაში ავარიული დაშვება განახორციელა
ბომბის საფრთხის გამო თვითმფრინავმა, რომელიც თელ ავივიდან ვენაში მიფრინავდა, ავარიული დაშვება განახორციელა.
მედიის ცნობით, „ავსტრიის ავიახაზების“ თვითმფრინავი A320 ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაეშვა. ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და 51 მგზავრი იმყოფებოდა.
„ფრენის დროს, რუმინეთთან საზღვარზე, ეკიპაჟმა ბომბის საფრთხის სიგნალი გაგზავნა და სოფიაში საგანგებოდ დაშვება გადაწყვიტა. პროცედურების თანახმად, საჰაერო ძალების გამანადგურებელი აფრინდა და თვითმფრინავს სოფიის აეროპორტში დაშვებამდე ახლდა თან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობილია, რომ მგზავრები თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს. ამ დროისათვის თვითმფრინავი უსაფრთხოების შემოწმებას გადის.