ბოლო წლებში პირველად, თურქეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარეობს
ბოლო წლებში პირველად, თურქეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარეობს. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იმპორტი 2 მარტს დაიწყო და დღეში დაახლოებით 1.22 მილიონ კვტ/სთ-ს შეადგენს.
თურქეთში ელექტროენერგიის ფასი ბოლო პერიოდში შემცირდა და იმპორტის დაწყება სწორედ ამას უკავშირდება.
ესკო-ს მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბოლოს ელექტროენერგიის შემოტანა თურქეთიდან 2012 წელს მოხდა. დიდი მოცულობით კი იმპორტი 2008 წლის შემდეგ არ განხორციელებულა. თურქეთში ბოლო წლებში მხოლოდ ექსპორტი მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის ელექტროენერგია საქართველოში აზერბაიჯანიდანაც შემოდის (დღეში 4.05 მილიონი კვტ/სთ).