ბოლო სპარინგი თურქეთში - „საბურთალომ” შეკრება მარცხით დაასრულა #1TVSPORT
ბოლო სპარინგი თურქეთში - „საბურთალომ” შეკრება მარცხით დაასრულა #1TVSPORT

საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე, რუსეთის პირველი ლიგის ლიდერი „ორენბურგი“ იყო. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ეს გუნდი რუსეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს. 25 ჩატარებული მატჩის შემდეგ, „ორენბურგი“ გათამაშებას ლიდერობს და მომავალ წელს პრემიერლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.

ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. საწყის 45 წუთში „საბურთალოს“ კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს და ამისთვის „ორენბურგმა“ დასაჯა – მეტოქემ პირველი ნახევრის მიწურულს წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში მეტოქე ჯერ წინ გავიდა, ცოტა ხანში კი ორი ბურთით დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ირაკლი სიხარულიძემ დუბლი მიითვალა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:3.

საბურთალო: გოშაძე, უბილავა, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, მამაცაშვილი, ჩადუნელი, იაშვილი, გულიაშვილი.