ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ვაქცინცით 13 058 298 ადამიანი აიცრა
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ვაქცინცით 13 058 298 ადამიანი აიცრა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 013 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 1 001 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 114 851 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ვაქცინცია 13 058 298 ადამიანს ჩაუტარდა.