ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსისგან მსოფლიოში 63 662 ადამიანი განიკურნა
ახალ კორონავირუს „კოვიდ 19“-ს მსოფლიო მასშტაბით 3 990 ადამიანი ემსხვერპლა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსისგან უკვე 63 662 ადამიანი განიკურნა.
მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსით 113 710 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსს 3 024 ადამიანი ემსხვერპლა კონტინენტურ ჩინეთში, 463 იტალიაში, 237 კი ირანში. ჩინეთში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.
ჩინეთში ვირუსისგან 60 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, ირანში 2 394, იტალიაში კი 724. ბოლო 24 საათში, ჩინეთში ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა, 19 დაინფიცირდა, 1 297 კი გამოჯანმრთელდა.