ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის ტიპის ავიახომალდი ავარიულ ვითარებაში 8-ჯერ მოხვდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის ტიპის ავიახომალდი ავარიულ ვითარებაში 8-ჯერ მოხვდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის ტიპის ავიახომალდი ავარიულ ვითარებაში 8-ჯერ მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ აქვეყნებს.

ჟურნალისტების ცნობით, აპრილში აღნიშნული ტიპის თვითმფრინავის რეისმა, რომელიც მოსკოვიდან ვორონეჟში სრულდებოდა, 11 საათით დაიგვიანა. ასევე, მარტში „აეროფლოტის“ ლაინერი საგანგებოდ დაეშვა შერემეტიევოს აეროპორტში. ამ შემთხვევაში სამგზავრო თვითმფრინავის საქარე მინა გაიბზარა. 2018 წლის ოქტომბერში „სუხოი სუპერჯეტ 100“ ხანტი-მანსიისკში გაფრინდა, თუმცა უკან მიბრუნდა, რადგან ლაინერის შასის გახსნის სენსორი არ მუშაობდა. 2018 წლის ივლისში კი თვითმფრინავი მოსკოვის ოლქის აეროპორტში დახურული შასით დაეშვა. კიდევ ერთი ინციდენტი ირკუტსკი-პეტერბურგის რეისზე მოხდა, როდესაც „სუხოი სუპერჯეტი“ ავარიულად ბარნაულში დაეშვა ამის მიზეზად სახანძრო სიგნალიზაციის ცრუ მიზეზით ჩართვა დასახელდა.

„იზვესტია“ წერს, რომ „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის თვითმფრინავები მწყობრიდან ექსპლოატაციის ვადის გასვლამდე გაცილებით ადრე გამოდიან.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს შერემეტიევოს აეროპორტში, „სუხოი სუპერჯეტ 100“-ს ავარიული დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად 41 მგზავრი დაიღუპა.