ბოლო ერთ დღეში ბრიტანეთში კორონავირუსით 586 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო ერთ დღეში ბრიტანეთში კორონავირუსით 586 ადამიანი გარდაიცვალა

ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 586 ადამიანი ემსხვერპლა. ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენქოქის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 21 678 ადამიანია დაღუპული.

აღსანიშნავია, რომ მონაცემები მხოლოდ საავადმყოფოებში დაღუპულებს მოიცავს.

მეთ ჰენქოქი ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ხანდაზმულთა სახლებში კორონავირუსით 4 343 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, 29 აპრილიდან მთავრობა ყოველდღიურად გამოაქვეყნებს მონაცემებს საავადმყოფოებს გარეთ დაღუპული ადამიანების შესახებ.