ბოლო ექვს თვეში საქართველომ მანდარინის ექსპორტით 19 მილიონი დოლარი მიიღო
ბოლო ექვს თვეში საქართველომ მანდარინის ექსპორტით 19 მილიონი დოლარი მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 39 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 19 მლნ დოლარი მიიღო.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.8 ათასი ტონით, ანუ 25%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17%-ით აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

„შარშან წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში (22.5 ათასი ტონა), სომხეთსა (8.7 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა) განხორციელდა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, მანდარინი ექსპორტზე გავიდა მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.