აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა დასრულდა
აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა დასრულდა

აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა დასრულდა. რთველის პირველი ეტაპი სექტემბერში დაიწყო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მოსავალი მზარდია, რადგან ყოველწლიურად ხდება ახალი ბაღების გაშენება საადრეო მანდარინის ჯიშებით.

რაც შეეხება ფასს, 1,5 ლარიდან იწყება და მზარდია ხარისხის მიხედვით. აჭარის ძირითადად ოთხი ჯიშის საადრეო მანდარინია გავრცელებული. ესენია: ტიახარა უნშიუ – 60%, იკიციუ ვასე, ნიჩინანი – 20%, მიჰო ვასე – 10%, კოვანო ვასე – 10%.

31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოდან ჯამში 245 ტონამდე საადრეო ჯიშის მანდარინია ექსპორტირებული.