კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი არსებული პაციენტის კონტაქტია, რამდენიმე საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ერთი ბოლნისს, ხოლო ერთიც თეთრიწყაროს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.
მისივე განმარტებით, დანარჩენი ოთხიდან ორი საკარანტინო სივრციდან კონტაქტია, ერთი ბოლნისიდან, ხოლო ერთიც – თეთრიწყაროდანაა.
აღნიშნული რვა პაციენტიდან თბილისის ინფექციურში ორია მოთავსებული.
საერთო ჯამში კი, კლინიკაში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
ამასთან, კლინიკაში მოთავსებულია საეჭვო სიმპტომების მქონე ერთი პაციენტი, რომელსაც კვლევა ჩაუტარდება.
„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 639, დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა და არის 647 დადასტურებული. გამოჯანმრთელებული იყო 349, დაგვემატა 23 და არის – 372. ამ რვა ახალიდან ოთხი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა, რომელიც არის კონტაქტი 11 მაისს დადასტურებული ერთი შემთხვევის, ეს ოთხი შემთხვევა დადასტურდა. დანარჩენი ოთხი ასე ნაწილდება – ორი არის საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი არის ბოლნისიდან, ერთი კი თეთრიწყაროდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.